Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები აფხაზეთის დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები საქართველოს საკითხზე, მაიკლ იანსენი და კასტრიოტ ისლამი აფხაზეთის დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმურად არ აღიარებენ. ამის შესახებ მათ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ასამბლეის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.
'აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, ისევე როგორც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რომლებიც ცხინვალში 25 მარტს გაიმართება, შეუძლებელია ლეგიტიმურად იქნას აღიარებული. მოწყვეტილი რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივი აღიარება, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არალეგიტიმურია და შესაბამისად, არ არსებობს ამ არჩევნების სამართლებრივი ან კონსტიტუციური საფუძველი', - აცხადებენ იანსენი და ისლამი.
აფხაზეთში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები 10 მარტს ჩატარდა. 35-დან 21 უბანში მეორე ტური 24 მარტისთვის, ერთში კი ორი თვის შემდეგ დაინიშნა. არჩევნები არალეგიტიმურად სცნეს აშშ-მა და ევროკავშირმა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels