Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილის გუნდი დატოვა

იურისტმა ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილის გუნდის დატოვების შესახებ გადაწყეტილება მიიღო. ამის მიზეზი ეკა ბესელიასა და კოალიცია 'ქართული ოცნების' ლიდერის შეკამათება გახდა, რაც გუშინ 'ბიზნეს ცენტრში' ხმამაღალ ჩხუბში გადაიზარდა.

ეკა ბესელია უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ის აღარაა ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, მისი ჩანაცვლება ზაქარია ქუცნაშვილით და სხვა ადვოკატებით მოხდა. ეკა ბესელია არ შეიყვანეს 'ქართული ოცნების' საინიციატივო ჯგუფში, აღარ აჩენენ მას საჯარო თავყრილობებზე. სწორედ ამ პრეტენციებით მიმართა ეკა ბესელიამ გუშინ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მას კარისკენ მიუთითა, ამაზე გაბრაზებულმა ადვოკატმა 'ისტერიკა' მოაწყო.

ეს ინფორმაცია 1 აპრილს 'ჯეონიუსს' ეკა ბესელიას 'მეგობარმა' მიაწოდა. მისივე თხოვნით, ინფორმატორის ვინაობას არ ვამჟღავნებთ.

ჯეონიუსი

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels