Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> 'ეკონომისტი' - საქართველოს კარგი მსახიობის მსგავსად, გარეგნობის შესაცვლელად სცენიდან ჩასვლაც არ სჭირდება

საქართველოს კარგი მსახიობის მსგავსად, გარეგნობის შესაცვლელად სცენიდან ჩასვლაც არ სჭირდება, - ამის შესახებ 'ეკონომისტი' წერს . 
'25 მაისს მან თავისი მახინჯი სახე აჩვენა, როცა რამდენიმე ასეული ხელკეტიანი მომიტინგე, რომელთაც ექსსპიკერი ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობდა, პოლიციას შეეჯახა. პოლიციამ ისინი ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა. ეს იყო ძველი დროის საქართველო, როცა პოლიტიკოსები პარლამენტის წინ იყვნენ და არა შიგნით', - წერს 'ეკონომისტი'.
გამოცემა თხრობას მეორე დღის - 26 მაისის ზეიმით აგრძელებს და აღნიშნავს, რომ აღლუმის დროს რუსთაველის გამზირზე ღამის არეულობის არანაირი კვალი აღარ იყო. 
'ყველაფრის ყველაზე მეტად მიმზიდველი სახე ორ დღეში გამოჩნდა, როცა ათასობით ქართველი ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდა. იქ ერთი პოლიციელიც კი არ ჩანდა. როგორც ირაკლი ალასანიამ, ყოფილმა დიპლომატმა და რესპექტაბელურმა ქართველმა ოპოზიციურმა ლიდერმა განაცხადა, 'დასრულდა ერა, როცა პოლიტიკოსები უბრალოდ ეძახდნენ ხალხს ქუჩაში და საქართველო ახალ პოლიტიკურ კულტურას აშენებს, სადაც ხალხს საქართველოს მომავლის განსაზღვრა არჩევნების საშუალებით ურჩევნია', - წერს გამოცემა. 
ეს კი, როგორც ავტორს მიაჩნია, ბურჯანაძისთვის, 'ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პოპულარული ქართველი პოლიტიკოსისთვის', ცუდია. 
'არეულობა მისი ერთადერთი შანსი იყო, ძალაუფლება დაებრუნებინა. ზოგმა პოლიციელმა გადამეტებული ძალა გამოიყენა, მაგრამ როგორც ჩანს, ძალადობა ბურჯანაძის მიზანიც იყო', - აღნიშნულია სტატიაში.
აქვე განხილულია თბილისის მოვლენებზე მოსკოვის რეაქცია და აღნიშნულია, რომ რუსმა პოლიტიკოსებმა მომხდარი 'შემზარავ ძალადობაად' შეაფასეს, ხოლო ტელეარხმა Russia Today ეს მოვლენები არაბულ რევოლუციებსაც კი შეადარა. აქვე ნათქვამია, რომ რთულია, იმსჯელო იმაზე, მოსკოვი ბურჯანაძეს აფინანსებდა თუ უბრალოდ, შესაძლებლობა გამოიყენა. 
'მაგრამ ის მიღებული სტუმარია კრემლში და რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის მიერ', - აღნიშნავს გამოცემა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels