Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ეროვნულ სტადიონზე დღეს 'ნაციონალური მოძრაობის' წინასაარჩევნო შეკრება გაიმართება

ეროვნულ სტადიონზე დღეს 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' წინასაარჩევნო შეკრება გაიმართება.  პარტიის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, პარტიის ლიდერები შეკრებილ მოქალაქეებს წინასაარჩევნო პროგრამას - 'მეტი სარგებელი ხალხს' წარუდგენენ. 
მათივე ცნობით, წინასაარჩევნო შეკრებაზე დასწრების მსურველებს წინასწარი რეგისტრაცია 'ნაციონალური მოძრაობის' ვებგვერდზე შეუძლიათ, თუმცა მოსაწვევის მიღება დარეგისტრირების გარეშე, სატდიონის შესასვლელთანაც იქნება შესაძლებელი.
წინასაარჩევნო შეკრება ეროვნულ სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრით 'ნაციონალური მოძრაობა' საარჩევნო კამპანიას ამთავრებს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels