Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოში ტერაქტების მცდელობებთან რუსეთის კავშირზე ისაუბრეს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოში ტერაქტების მცდელობებთან რუსეთის კავშირზე ისაუბრეს

საქართველოში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე, ტერაქტების მცდელობებზე და მათთან რუსეთის კავშირზე იყო საუბარი ბელგრადში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

სხდომას ეუთოს თავჯდომარესთან და 56 წევრი ქვეყნის პარლამენტარებთან ერთად ქართველი დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ეუთოს ახალი თავჯდომარე დაეხმარება თბილისს მოსკოვის დარწმუნებაში ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაამტკიცოს რომ ტერაქტებთან არანაირი შეხება არ აქვს. შეხვედრაზე აღინიშნა ეუთოს როლი საქართველოში გაჭიანურებულ კონფლიქტების მოგვარებაში.

„ჩვენთთვის მთავარი თემა რათქმაუნდა უსაფრთხოებაა. ასევე, ის რაც ყველას აინტერესებს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების როლის გაძლიერება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე დევნილთა უფლებები, მათი დაბრუნების საკითხები. ამის შესახებ საპარლამენტო ასამბლეამ შარშან რეზოლუცია მიიღო და არ სრულდება', - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ გიგი წერეთელმა.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels