Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ვანო მერაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტისას ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. მეზობელი ქვეყნის მეთაურმა მერაბიშვილს ახალი პოსტი მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ალიევმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უკავშირდება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში.

ვანო მერაბიშვილმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ პრემიერის რანგში მისი პირველი ვიზიტი ქვეყნის გარეთ სწორედ აზერბაიჯანში განხორციელდა.

შეხვედრის დროს მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცებისა და გაღრმავების შესახებ ისაუბრეს და სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

Internet.ge 

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels