Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ვანო მერაბიშვილი აშშ-ის უწყებათაშორის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში აშშ-ს უწყებათაშორის დელეგაციას შეხვდა , რომელსაც დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ტომას მელიას ხელმძღვანელობს. 
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდა. 
შეხვედრაზე საუბარი აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელებას შეეხო. მხარეებმა საქართველოში არსებული ვითარებაც განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა დელეგაციას წინასაარჩევნო გარემო და საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმები გააცნო. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels