Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ვანო მერაბიშვილი სამართალდამცავებს მისი დაკითხვისკენ მოუწოდებს

ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო ორგანოები დაკითხვაზე იბარებენ დასაქმების სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც საქართველოში უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლისთვის დიდი ძალისხმევა გასწიეს. ვანო მერაბიშვილი სამართალდამცავებს მოუწოდებს დაკითხონ ის, რადგან აღნიშნული პროექტი მისი იდეა იყო და სრულიად ინფორმირებულია მის განხორციელებაზე.

''გასული წლის ივლისში, ჩემი ინიციატივით შეიქმნა დასაქმების მინისტრის თანამდებობა, რომლის მიზანიც უნდა ყოფილიყო საქართველოში უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლა. თუმცა სამწუხაროდ ამ წამოწყებას ახალი მთავრობის მიერ გაგრძელება არ მოჰყოლია. ნაცვლად იმისა, რომ განევითარებინათ ეს პროექტი და ხელი შეეწყოთ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის აღმოფხვრისთვის, დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით საკუთარი უმოქმედობის გადასაფარად გადაწყვიტა სხვა გზით წასულიყო. უკანასკნელი დღეების განმავლობაში დაკითხვებზე იბარებენ აღნიშნული სააგენტოს ყოფილ დირექტორს, რამაზ სულამანიძეს და მის რიგით თანამშრომლებს, რომლებმაც უამრავი დრო და ენერგია მოახმარეს ამ პროექტის განხორციელებას.

მე მოვუწოდებ ხელისუფლებას თავი დაანებოს რიგითი საჯარო მოხელეების დაკითხვებზე ტარებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული პროექტი იყო პირადად ჩემი იდეა და სრულიად ინფორმირებული ვარ მის განხორციელებაზე. იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა სითამამე და ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პირადად მე დამისვამენ შეკითხვებს'' - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვანო მერაბიშვილი.

პრესა.GE

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels