Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ვანო მერაბიშვილი სამთავრობო საათზე არ მივიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პარლამენტში, სამთავრობო საათზე არ მივიდა. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი განმარტავს, შინაგან საქმეთა მინისტრი სამთავრობო საათზე საგანგებო და სერიოზული მიზეზის გამო ვერ მივიდა.

მისი თქმით, მთავარია, დეპუტატების დასმულ შეკითხვებზე რა პასუხები იქნება გაცემული და არა ის, ვინ უპასუხებს ამ კითხვებს.

შეგახსენეთ, რომ ვანო მერაბიშვილის პარლამენტში მიუსვლელობის გამო, ფრაქცია 'ერთობა სამართლიანობისათვის' წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ამ წუთებში, სხდომათა დარბაზში სიტყვით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე - თინა ბურჯალიანი გამოდის.

ჯეონიუსი

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels