Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ვანო მერაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს, არ ვიცნობ

ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს, არ ვიცნობ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია 'მაესტროს' ეთერში, გადაცემა 'პოლიტმეტრისთვის' მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს იცნობს როგორც ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ქველმოქმედებას ეწეოდა. აქვე მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ხშირად ხვდებოდა და ეხმარებოდა მას ამ ქველმოქმედების განხორციელებაში.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის არ იცნობს ივანიშვილს როგორც პოლიტიკოსს. 'თუმცა, სამწუხაროდ კარგად ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მის ირგვლივ არიან', - დასძინა ვანო მერაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს, არ ვიცნობ - ვანო მერაბიშვილი

ინტერპრესნიუსი

ე.შ 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels