Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ვანო მერაბიშვილი: ჩვენი ამოცანაა 500 სასოფლო სამეურნეო საწარმო შევქმნათ

ზაჰესში, ახალი სასოფლო სამეურნეო საწარმო ამოქმედდა. ახალი სამაცივრე მეურნეობა დღეს, პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაათვალიერა.

პრემიერის თქმით, საქართველოში მინიმუმ 500 სასოფლო სამეურნეო საწარმო უნდა შეიქმნას. მერაბიშვილის განცხადებით, მთავრობა აღნიშნული საწარმოების მუშაობას, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.

„ზაფხულში, როცა მასობრივად ხდება მოსავლის აღება, ძალიან იაფდება პროდუქტი და გლეხი ძალიან ზარალდება, ზამთარში კი - მოსახლეობა, რადგან ძალიან იმატებს ფასები. ამიტომ აუცილებელია გავაკეთოთ ასეთი შესანახი მეურნეობები. ჩვენი ამოცანაა, საქართველოში მინიმუმ 500 სასოფლო სამეურნეო საწარმო შევქმნათ',- განაცხადა მერაბიშვილმა.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels