Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ვერა ქობალია იორდანიის სამეფოს მინისტრს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს ტრანსპორტის მინისტრ ჰაშემ რაფა სალამეჰ ალ მასაიედს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს თანამშრომლობის საკითხები ტრანსპორტის სფეროში.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მგზავრებისა და ტვირთის საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტირების შესახებ.

აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას ქვეყნებს შორის, როგორც საავტომობილო გზით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის, ისე ტრანზიტის მიმართულებით.

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels