Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ვერა ქობალია ლონდონში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ლონდონში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. 
სამინისტროს ინფორმაციით, ქობალიამ შეხვედრები უკვე გამართა საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის სამინისტროებში. მხარეებმა ის პროექტები განიხილეს, რომელიც საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის განხორციელდება.
'ტრანსპორტის მინისტრმა მხარდაჭერა გამოხატა საზღვაო და საავიაციო სფეროში საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ. შეხვედრაზე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქართველი სტუდენტები შეძლებენ ლონდონში ჩამოსვლას საზღვაო და საავიაციო სფეროში გადამზადების გასავლელად', - აღნიშნა ქობალია.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ვერა ქობალიას შეხვედრა ბრიტანელ ბიზესმენებთანაც.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels