Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ვიქტორ იანუკოვიჩი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვს ეწვევა

დღეს, 19 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

'19-20 მარტს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტს განახორციელებს', - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიზიტის მიზანი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული არ არის.

ამავე დროს ცნობილია, რომ 19 მარტს მოსკოვში სახელმწიფოების მეთაურების დონეზე ევრაზიული ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი საბჭოს სხდომა უნდა გაიმათოს.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels