Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ვიქტორ ორბანმა საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა დაათვალიერა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქუთაისში უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობის პერსპექტივებზე და საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს. 

დღესვე ვიქტორ ორბანმა საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა დაათვალიერა. შენობაში მეგზურობა მას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსუდან კერვალიშვილმა გაუწია. 

სტუმარმა პლენარული დარბაზი მოინახულა და საუბრისას პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა ახალი შენობის მიმართ. რუსუდან კერვალიშვილის განმარტებით, ვიქტორ ორბანი მიესალმება ქუთაისის პოლიტიკურ ცენტრად ქცევის იდეას.

მისივე თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის ახალი შენობის დათვალიერებისას კიდევ ერთხელ დაადასტურა კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ.

internet.ge 

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels