Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ვლადიმერ პუტინი აშშ 'დიდი რვიანის' სამიტზე არ გაემგზავრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ 'დიდი რვიანის' სამიტზე არ გაემგზავრება. ინფორმაცია ამის შესახებ კრემლის პრესსამსახურმა დაადასტურა. მიზეზი - ოფიციალური ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის მოუცლელობაა: სამიტის დღეებში 18019 მაისს ვლადიმერ პუტინი დაკავებული იქნება 'რუსეთის მთავრობის სტრუქტურისა და პერსონალური შემადგენლობის ფორმირებით'. 
ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით თავის ამერიკელ კოლეგას აუწყა. 'ამერიკული მხრიდან ეს ინფორრმაცია გაგებით იქნა აღქმული', _ აცხადებენ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში. 
ამავე დროს მათივე ინფორმაციით, კრემლში ასევე აღნიშნეს, რომ მხარეებმა მოილაპარაკეს სრულფასოვანი ორმხრივი შეხვედრის ჩატარება 'დიდი ოცეულის' სამიტზე, რომლის ჩატარებაც მექსიკაში 18-19 ივნისს იგეგმება. 
აღსანიშნავია, რომ დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების პირობებში სავსებით შესაძლებელია, რომ პუტინს არ სურდა თავისი პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ აშშ-ში განეხორციელებინა. 
აღსანიშნავია ასევე, რომ 'დიდი რვიანის' სამიტზე რუსეთს პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი წარმოადგენს.

  'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels