Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ვლადიმერ პუტინი ლონდონში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ლონდონში ჩავიდა, სადაც მას პრემიერთან დევიდ კემერონთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა. ამასთან ერთად ვლადიმერ პუტინი ოლიმპიადაზე ძიუდოში გამართულ ორთაბრძოლებს დაესწრება. განცხადება ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. 

მისი თქმით, კემერონთან შეხვედრაზე სირიაში არსებული სიტუაციის შესახებ მსჯელობა გაიმართება. 
ვლადიმერ პუტინისა და დევიდ კემერონის შეხვედრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრების ისტორიულ რეზიდენციაში დანნინგ-სტრიტზე გაიმართება.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels