Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ვლადიმერ პუტინი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე კონსულტაციებს იწყებს

ვლადიმერ პუტინი მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირებაზე კონსულტაციებს იწყებს . 
'რია ნოვოსტის' ცნობით, ამის შესახებ პუტინმა მოქმედ პრეზიდენტ, დიმიტრი მედვედევთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პუტინმა მედვედევს არჩევნებში გამარჯვების მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. 
'მადლობას ვუხდი რუსეთის ყველა მოქალაქეს, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს. დღეს, ალბათ უადგილო არ იქნება თუ შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ზეპარტიული ფიგურაა. ამიტომ ვიმუშავებთ რუსი ერის ინტერესებიდან და არა პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე', - განაცხადა პუტინმა. 
მისივე თქმით, რუსეთმა უნდა შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ტენდენციები, რომლებიც უკანასკნელ წლებში გვაქვს, გავაგრძელოთ. 
'დღეიდან ვიწყებთ კონსულტაციებს ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით', - აღნიშნა პუტინმა. 
რუსეთის ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გუშინ გამოაქვეყნა. ვლადიმერ პუტინი, ხმათა 63,6%-ით ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადდა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels