Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების შესახებ ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს დაიწყება

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს დაიწყება . 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები ბერნში გაიმართება და 29 აპრილსაც გაგრძელდება. რუსული მხარე იმედოვნებს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ქართული მხარის თანხმობის გარეშეც შეძლებს. 
'არ მინდა იმის დაკონკრეტება, რა მექანიზმები არსებობს ვმო-ში რუსეთის საქართველოს თანხმობის გარეშე გაწევრიანებისთვის. შემიძლია გითხრათ მხოლოდ ერთი: ეს შესაძლებლობები დაფუძნებულია სამ პრინციპზე, რომლებითაც მოქმედებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია', - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
ქართულ-რუსული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ასევე ბერნში 9-10 მარტს გაიმართა. მოლაპარაკებებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თამარ კოვზირიძე ხელმძღვანელობდა. მხარეებმა ერთმანეთს პოზიციები გააცნეს და ტექნიკური საკითხები განიხილეს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels