Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ზაფხულამდე ერთი დღე დარჩა

 

პოლიტიკურად ცხელი გაზაფხულის დასრულებამდე 5 დღე დარჩა. ოპოზიცია კვლავ აცხადებს, რომ მიშა წავა და აუცილებლად მოხდება ხელისუფლების დემონტაჟი.

გაზაფხულისთვის ცალკე 'სახალხო კრებისა' და ცალკე 'ქართული პარტიის' მიერ კარგად დაგეგმილი რევოლუცია ანონსდებოდა. უკეთეს შემთხვევაში ორი რევოლუცია თუ არა, ერთი მაინც გარდაუვალი იყო.

თავდაპირველად, ხელისუფლების შესაცვლელად 'ქართულმა პარტიამ' 'სახალხო კრებას' მედია საშუალებებით კონსულტაციების დაწყება შესთავაზა. კრებას არც დრო და არც სურვილი არ აღმოაჩნდა, მათთან მოლაპარაკების დასაწყებად.

საპროტესტო აქციის დაწყებამდე კონსულტაციები ვერ შედგა. 'ქართული პარტია' პირდაპირ, 'საზოგადოებრივ მაუწყებელთან', 'სახალხო კრების' ინიციატივით გამართულ აქციაზე მივიდა. ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ ისინი ხალხის გვერდით არიან და საზოგადოებას კი 25 მაისს ავლაბრის მოედანზე, აქციის ორგანიზებისკენ მოუწოდა, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილიც შეუერთდებოდა.

25 მაისამდე ერთი დღით ადრე სოზარ სუბარი პრესკონფერენციაზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ  ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში აღარ ჩამოვა.

'განსაკუთრებით მძიმე იყო ირაკლი ოქრუაშვილის დარწმუნება, რომ უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, მაგრამ ეს იყო ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა და ის იძულებული გახდა, დამორჩილებოდა პარტიის პოზიციას. მიგვაჩნია, რომ ერთმანეთის პარალელურად ორი აქციის გამართვით საზოგადოებაში დაბნეულობას შევიტანთ, ამიტომ, მივიღეთ ჩვენთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, გავაუქმებთ 25 მაისს ავლაბრის მოედანზე დაგეგმილ აქციას და, შესაბამისად, 'სახალხო კრებას' და ნინო ბურჯანაძეს ხელს არ შევუშლით მათი გეგმების განხორციელებაში', - განაცხადა სუბარმა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, მას გარკვეული ეჭვები აქვს ოქრუაშვილთან დაკავშირებით. 'სახალხო კრება' აქციების გაგრძელებს და მიხეილ სააკაშვილის დამარცხებას აპირებს.

თბილისის მერიაში განმარტავენ: ოპოზიციის განაცხადის ვადა 25 მაისს ეწურება, რის შემდეგაც საპროტესტო აქცები უკანონოდ ჩაითვლება.

როგორც ცნობილია, 'სახალხო კრებამ' აქციების ჩატარებაზე ნებართვა 21-დან 25 მაისის ჩათვლით 

geonews.ge

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels