Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ზვიად ძიძიგური - თუ ხელისუფლება მოქალაქეების სიცოცხლეს შეეხება, ჩვენ სათანადოდ მოვიქცევით

'ეროვნული საბჭოს' ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციური 'რვიანის' წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური სახალხო კრების საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, ქუჩაში გავიდეს. 
'თუ ხელისუფლება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს შეეხება, ჩვენ, რა თქმა უნდა, სათანადოდ მოვიქცევით და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ', - განუცხადა ძიძიგურმა 'ინტერპრესნიუსს', თუმცა არ დააკონკრეტა რას გულისხმობდა შესაბამის ნაბიჯებში.
ძიძიგურის განცხადებით, ისინი არ ფიქრობენ, რომ სულ ერთია, რა მოხდება მათ ქვეყანაში. 'ეს ჩვენთვის სულ ერთი არ არის', - დასძინა მან.
ზვიად ძიძიგურმა მოუწოდა ხელისუფლებას, კეთილი ინებოს და სამართლიანი არჩევნებისთვის გადადგას ადეკვატური ნაბიჯები, რათა ქვეყანაში სიტუაცია მაქსიმალურად არ დაიძაბოს.
მისი თქმით, საქართველოში მოვლენების არასახარბიელოდ განვითარების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა პირადად მიხეილ სააკაშვილს ეკისრება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels