Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს ხვალ შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ჟენევაში დღეს დილით გაემგზავრა, სადაც ქართულ-რუსული არაფორმალური  შეხვედრა გაიმართება. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' გამგზავრების წინ ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, პირველი ქართულ-რუსული არაფორმალური შეხვედრა ჟენევაში ხვალ, 14 დეკემბერს გაიმართება. 
მისივე განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჟენევაში დაგეგმილ პირველ ქართულ-რუსულ არაფორმალურ შეხვედრაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგორი კარასინი მიიღებს მონაწილეობას. 
ამასთან, 10 დეკემბერს ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 'ქართული მხარე მზად არის რუსეთის ფედერაციასთან სოლიდური და კონსტრუქციული დიალოგისთვის'. იმავე განცხადებაში აბაშიძემ დადებითად შეაფასა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანლის აზრი იმის თაობაზე, რომ 'მოსკოვი მზად არის, აღდგეს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები'. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels