Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ზურაბ ხარატიშვილი - ქართველი ემიგრანტებისთვის არჩევნების თარიღის შეცვლის იურიდიული საფუძველი არ არსებობს

ქართველი ემიგრანტებისთვის არჩევნების თარიღის შეცვლის იურიდიული საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ განცხადება ცესკო-ს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა დღეს 'ქორთიარდ მარიოტში' გააკეთა, სადაც ცესკო-სა და პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. 
შეხვედრის მონაწილეები ემიგრანტებისთვის საარჩევნო პროცესში მონაწილეობის და პარტიული საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების წესებს განიხილავენ. 
'ჩვენ ვისაუბრებთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე, თუ როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ წინასაარჩევნო პროცესი. ასევე განვიხილავთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესსაც. ვფიქრობ, რომ მნიშველოვანია ამგვარი დიალოგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და საარჩევნო ადმინისტრაციას შორის', - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა. 
როგორც ცნობილია, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ იმ მოტივით, რომ 1-ელი ოქტომბერი ორშაბათია, მოითხოვა, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩვენების დრო შეიცვალოს. ამ მოთხოვნით მათ ცესკო-ს თავმჯდომარეს მიმართეს. მათივე ინფორმაციით, ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობს ავღანეთში, კერძოდ  ქართულ სამხედრო ნაწილში არჩევნების თარიღთან  დაკავშირებით.
დღევანდელი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია 'ახალი თაობა - ახალი ინიციატივის' მოდერატორობით მიმდინარეობს. შეხვედრას ორგანიზებას უწევს IRI.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels