Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ზურა ტყემალაძე: В нужное время, нужные Решения, должны принимать

„მე ვერ გეტყვით რამდენად წამოვა რუსეთი დიალოგზე, თუმცა ჩვენი სურვილი, რომ რუსეთთან ურთიერთობები დალაგდეს ნამდვილად რეალურია. „- აღნიშნული მოსაზრება უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზურაბ ტყემალაძემ დღეს პრესა.ჯი-სთან საუბრისას გამოთქვა.

არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე დაახლოებით მსგავს პოზიციას აფიქსირებდა მედიასთას საუბრისას მისი თანაპარტიელი გოგი თოფაძეც. პრესა.ჯი'-ს არქივში მოიძებნა თოფაძის მიერ ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ 11.04.2012-ში გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობს: „ 15 წელია ვამბობთ, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის წინააღმდეგი ვართ. ნატო საქართველოს დაღუპავს.  ბიძინა ივანიშვილთან გადასვლის შემდეგ იგივე აზრზე ვარ. ჩემი პოზიცია ივანიშვილისთვისაც ცნობილია'.  

საგარეო კურსის შესაძლო ცვლილებაზე ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, ინარჩუნებს თუ არა თოფაძე ძველ პოზიციას და მასთან დაკავშირება ვცადეთ. თუმცა ოცნების ერთ-ერთი წევრი „პრესა.ჯი'-ს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

მედიასთან საუბარს არ გაურბის, თუმცა კომენტარის გაკეთებისას აშკარად ფრთხილობს და მკაფიო შეფასებებისაგან თავს იკავებს თოფაძის თანაპარტიელი და მეგობარი ზურაბ ტყემალაძე.

პრესა.ჯი: ხელისუფლება აქტიურად საუბრობს რუსეთთან ურთიერთობის დათბობაზე, რამდენად რეალურია რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება?

ზურაბ ტყემალაძე: მე ვერ გეტყვით რამდენად წამოვა რუსეთი დიალოგზე, თუმცა ჩვენი სურვილი, რომ რუსეთთან ურთიერთობები დალაგდეს ნამდვილად რეალურია.

- რუსეთმა პირველმა დიპლომატმა ცალსახად განაცხადა, რომ ის ქართულ მხარესთან სასაუბროდ დაჯდება მას შემდეგ რაც ქვეყანა ნატოზე და ევროკავშირზე იტყვის უარს...

- სანამ ამ კითხავსზე გიპასუხებდეთ, მინდა გითხრათ, რომ მოლაპარაკებას წინ არ უნდა უსწრებდეს ულტიმატუმები. რათქმაუნდა ლავროვის ეს განცხადება ყოვლად მიუღებელია. ჩემი აზრით რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისთვის აუცილებლად უნდა შეიქნას საპარლამენტო დელეგაცია, რომელშიც შევლენ როგორც უმრავლესობის ასევე უმცირესობის წევრები, რომლებიც სისტემატურად გამართავენ დიალოგს რუსეთის დუმის წარმომადგენლებთან. მსგავსი დელეგაციის შემადგენლობის წევრი ერთხელ უკვე ვიყავი 2001 წელს. მინდა გითხრათ, რომ მაშინაც იყო ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ მსგავსი დელეგაციის არსებობისთვის ამას ხელი არ შეუშლია. რუსეთთან საუბარი აუცილებელია. პირველი თემა კი დეოკუპაცია უნდა იყოს.

- ბატონო ზურაბ თქვენი ლიდერი გოგი თოფაძე აცხადებდა, რომ ქვეყანამ ნატოზე უარი უნდა თქვას, რადგან ალიანსში გაწევრიანება ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა. დღესაც იგივე აზრზე ხართ?

- ჩვნი გუნდი ყოველთვის ინარჩუნებს მის პოზიციას. დღეს ყველაფერი ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ფაქტია, რომ ნატო უნდა რეფორმირდეს. მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენი მიზანი ევროკავშირისკენ სწრაფვაა. ეს არის არა ზურაბ ტყემალაძის მიზანი ან „ნაციონალების' მიზანი, არამედ ეს არის საუკუნეების წინ აღებული ორიენტირი. ნუ იჩემებთ ამ კონტესტიდან ამოვარდნილ ფრაზებს. მინდა გითხრათ, რომ 2001 წელს როცა ნატოსთან ალიანსის სურვილი გამოითქვა, „ნაციონალური მოძრაობა' პოლიტიკურ ასპარეზზე არც კი იყო გამოჩენილი ჩვენ კი ამ დადგენილებას პირველებმა დაუჭირეთ მხარი.

- მაშინ რატომ არ თქნხმდებით უმრავლესობა უმცირესობის ინიციატივას, რომ დასავლური სწრაფვა კონსტიტუციით იყოს გამყარებული?

- საუბარი იმაზე, რომ საგარეო კურსის უცველობაზე მუხლი უნდა ჩაიდოს კონსტიტუციაში არასერიოზულია. მსგავსი რამ არცერთი ქვეყნის კონსტიტუციაში არ წერია. საგარეო პოლიტიკას პარლამენტი განსაზღვრავს. ამასთან მოქმედმა პარლამენტმა მომავალ პარლამენტს დაუდგინოს სამოქმედო გეგმა ეს ცოტა უხერხულია.

- კონკრეტულ კითხავს დაგისვამთ და გთხოვთკონკრეტული პასუხი გამცეთ, საქართველოს დესეთეში ან ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე უნდა იფიქროს?

- ახლა შენ გინდა რამე ისეთი მათქმევინო, რომ მერე სკანდალური წერილი დაწერო, მაგრამ...

- კითხვას იმიტომ გისვამთ რომ მახსოვს თქვენი პარტიის პოზიცია, საგარეო ვექტორთან დაკავშირებით...

- მე არ ვარ ისეთი მიამიტი, რომ დღეს ვთქვა, რომ დესეთეში ან ევრაზიის კავშირში უნდა შევიდეთ. ძალიან მაინტერებს თქვენი აზრი თუ გახსოვთ ვისი ინიციატივა იყო ქვეყნის სინგაპურიზაცია? აქიდან გამომდინარე ფერისცვალება ჩვენ არ გვახასიათებს.  В нужное время, нужные Решения, должны принимать (საჭირო დროს, საჭირო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ). უნდა გავაკეთოთ ის რაც საჭირო იქნება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ეს არის ჩემი პოზიცია.

პრესა.GE

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels