Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გორის სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. 'ინტერპრესნიუსი' თავდაცვის უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 'საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1984 წელს დაბადებული კაპრალ გივი მამუკას ძე ფანცულაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
კაპრალი გივი მამუკას ძე ფანცულაია ავღანეთში მოწინააღმდეგის მიერ ნაღმმტყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად, 2012 წლის იანვარში დაიჭრა. კაპრალ გივი მამუკას ძე ფანცულაიას ამერიკული მხარის მიერ ადგილზევე სამედიცინი დახმარება მყისიერად ჩაუტარდა. შემდეგ ის გადაყვანილი იქნა გერმანიაში, ამერიკის სამხედრო ჰოსპიტალში. კაპრალი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში და აღენიშნებოდა ნერვული სისტემის დაზიანება.
3 მარტის შემდეგ კაპრალი გივი მამუკას ძე ფანცულაია გადმოყვანილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად კვალიფიციური ექიმები 6 თვის განმავლობაში იბრძოდნენ. ექიმების თავდადებული მცდელობის მიუხედავად სამწუხაროდ, გივი მამუკას ძე ფანცულაიას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს დაფარავს', - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels