Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> თამარ ჩუგოშვილი: პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა საკმაოდ რთულია, მაგრამ წარმატებით დასრულება შესაძლებელია

,,პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა საკმაოდ რთულია', _განაცხადა ჟურნალისტებთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტის ვადამდე ადრე გათავისუფლების კომენტირებისას. 
,,პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა საკმაოდ რთული, სამ საფეხურიანი, დროში გაწელილი პროცესია. პპრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიცირებისთვის საჭიროა ხმების რაოდენობის 1/3, ხოლო შემდეგ საჭიროა შესაბამისი დასკვნის მომზადება. საუბარი თუ სისხლის სამართლის დანაშაულზეა დასკვნა უზენაესმა სასამართლომ უნდა მოამზადოს, თუ კონსტიტუციის დარღვევაზე საკონსტიტუციო სასამართლომ. მომზადებული დასკვნა, კი პარლამენტის უმრავლესობამ უნდა განიხილოს და მას ხმების საკმაოდ მაღალი კოტა დეპუტატების 2/3 სჭირდება', _განაცხადა ჩუგოშვილმა. 
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ 'ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის' საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მოთხოვნას, სახელწოდებით 'გადადგეს მიხეილ სააკაშვილი', ხელს კულტურის მოღვაწეები აწერენ. პრეზიდენტის გადადგომას ხელს აწერენ - გიგა ლორთქიფანიძე, რეჟისორი რეზო ჩხეიძე, მოცეკვავე ომარ მხეიძე და სხვები.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels