Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> თარგამაძემ ბრიტანეთის თავდაცვის სამეფო აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლა

„ქრისტიან-დემოკრატების' ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ პარლამენტში ბრიტანეთის თავდაცვის სამეფო აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლა.

როგორც თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული აკადემია ბრიტანეთის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკურ ელიტას ზრდის.

მისი თქმით, შეხვედრაზე, სტუმრებს აუხსნა თუ რა ღირებულებები აქვთ საერთო ქართველებსა და ბრიტანელებს.

„დიდი ალბათობით, მომავალში მათი უმეტესობა ბრიტანეთის საგარეო და სამხედრო პოლიტიკის ბედს განაგებს. ჩვენ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი პოლიტიკური ამოცანებზე ვფიქრობთ და ამიტომ, გაცნობისა და მათთან საუბრის შანსი ხელიდან არ გავუშვი', - დასძინა თარგამაძემ.  

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels