Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> თბილისის მერია სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც 'ინტერნეტ.ჯი' უცვლელად გთავაზობთ:

'თბილისის მერიის მთავარ  მიზნად რჩება, თბილისელებისთვის გაგარძელდეს იმ სოციალური დახმარებების გაცემა, რომელიც 31 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის №440 დადაგენილების  მიღების შემდეგ შეწყდა. აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

გადაწყვეტილების მიღების დაჩქარების მიზნით, თბილისის მერი გიგი უგულავა გეგმავს ოფიციალურად მიმართოს საქართველოს მთავრობას და განსახილველად წარუდგინოს დადგენილების პროექტი რომლის მიხედვით, მიმდინარე წელს  სახელმწიფო პროგრამების განხორცილება სრულად აღდგება.'

internet.ge

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels