Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> თბილისი აფხაზეთის ადგილობრივ არჩევნებს გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 14 თებერვალს, რომ თბილისი „გმობს“ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული მთავრობის მიერ ჩატარებულ არჩევნებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

„იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში, საქართველო განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა განდევნილი იქნა თავისი საცხოვრებელი ადგილებიდან, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ფსევდოდემოკრატიული პოლიტიკური აქტით საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთ ცინიკურ მცდელობას,“ – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ 14 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, თბილისი ე.წ. ადგილობრივ არჩევნებს „ეთნიკური წმენდის შედეგების ლეგიტიმაციის მიზნით გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად“ განიხილავს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ადექვატურად შეაფასოს აღნიშნული უკანონო არჩევნები,“ – ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტოს „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, 12 თებერვალს გამართულ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა 38.8% მივიდა. ადგილობრივი საბჭოები ოთხი წლის ვადით აირჩევა. სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი არჩეული ადგილობრივი საბჭოებიდან ქალაქების და რაიონების ხელმძღვანელებს ნიშნავს.

სივილ ჯორჯია

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels