Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> თბილისი, შესაძლოა, ტრამპის ინვესტიციის გარეშე დარჩეს

ბათუმისგან განსხვავებით თბილისი შესაძლოა დონალდ ტრამპის ინვესტიციის გარეშე დარჩეს. ცნობილი ამერიკელი მილიარდერის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკლ კოენის განმარტებით, თბილისში ინვესტირებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

'ამჟამად, თბილისში მშენებლობის შესახებ მხოლოდ საუბრები მიმდინარეობს. კონკრეტულად განსაზღვრული არაფერია,' განაცხადა ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპის სპეციალურმა მრჩეველმა მაიკლ კოენმა.
გეგმის მიხედვით, თბილისში ტრამპი საკმაოდ მასშტაბურ პროექტის განხორციელებას გეგმავდა. ერთი წლის წინ გაჟღერებული ინფორმაციით, 'თბილისი თაუერი' საქანელას ქუჩაზე აშენდება. იგი ნიუ-იორკის 58-სართულიანი ცათამბრჯენის ანალოგი იქნება. 
თუმცა საბოლოო დეტალები და როგორ წარმართავს დონალდ ტრამპი საქართველოში ბიზნესს ეს დაახლოებით 20 აპრილს გაირვევა, როდესაც მილიარდელი საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება და ინვესტირების შესახებ გარკვეული დეტალებს სწორედ მიხეილ სააკაშვილთან განიხილავს. 
ინფორმაციას ამერიკელი მილიარდერის საქართველოში ვიზიტის შესახებ, თავად ტრამპის კუთვნილი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ კოჰენი ადასტურებს. 
კოენის განმარტებით, დონალდ ტრამპის კომპანიამ უკვე დაასრულა არქიტექტორულ პროექტზე მუშაობა, რომელიც ბათუმში უნდა აშენდეს. მისივე თქნით, ტრამპი 20 აპრილს თბილისში ჩამოვა, რათა პროექტთან დაკავშირებით Silk Road Group-თან და პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გამართოს.

როგორც ცნობილია, ამერიკელი მილიარდერის ვიზიტი საქართველოში ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა შემდგარიყო, თუმცა ვიზიტი გადადიდო და მაშინ 'სილქროუდ ჯგუფმა' განმარტება გააკეთა, რომ ვიზიტი სავარაუდოდ 2012 წლის დასაწყისში შედგებოდა.

ტრამპის ორგანიზაციასა და 'სილქროუდ ჯგუფს' შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-ში, გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში, მარტში გაფორმდა. ქართულ მხარესა და დონალდ ტრამპს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად Trump Tower საქართველოშიც აშენდება.

გეგმის მიხედვით, ტრამპის ინვესტირებით, თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო უნდა აშენდეს. მშენებლობაში პირველ ეტაპზე 250 მილიონი ამერიკული დოლარი ჩაიდება, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა სამომავლოდ ინვესტიციის გაზრდას გეგმავს.

პროექტის დასრულების შემდეგ, სასტუმრო და საცხოვრებელი ბინების გარდა, შენობებში კომერციული ფართები და სამორინეები განთავსედება.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels