Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> თბილისში ევროპის კვირეული გაიმართება

თბილისში ევროპის სახლის ინიციატივით 25-დან 30 მაისამდე ევროპის კვირეული გაიმართება, რომლის მიზანი საქართველოსა და ევროპას შორის საზოგადოებრივი, შემეცნებითი, კულტურული და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებაა . 
როგორც კვირეულის ორგანიზატორები აცხადებენ, ექვსი დღის განმავლობაში თბილისის ქუჩები დასავლელი სტუმრების და თბილისელების შეხვედრების ადგილად იქცევა, ხოლო თბილისის უნივერსიტეტების, მუზეუმებისა და თავად ევროპის სახლის კარი ღია იქნება ქართული საზოგადოებისთვის, რომელიც დაინტერესდება ლექციებით, დებატებით, წიგნის პრეზენტაციითა და გამოფენებით.
ევროპის კვირეულის ფარგლებშივე შედგება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბოლო დროს აღდგენილი და განახლებული სიმონ ჯანაშიას მუზეუმის საზეიმო გახსნა.
კვირეულის შესახებ პრესკონფერენცია დღეს, 11:00 საათზე, ევროპის სახლში გაიმართება. მას მოყვება მთელი რიგი ღონისძიებებისა, მათ შორის საჯარო ლექციები და დისკუსიები, რომლებიც საგანმანათლებლო-შემეცნებით მნიშვნელობას შესძენს ევროპის კვირეულს და საშუალებას მისცემს მრავალი ქვეყნის ცნობილ საზოგადო თუ პოლიტიკურ მოღვაწეს, ქართველ აუდიტორიას გაუზიაროს თავისი ხედვა და გამოცდილება საქართველოსა და ევროპისთვის აქტუალურ საკითხებზე.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels