Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> თეა წულუკიანის სახლები საფრანგეთში და ჯაკუზებიანი კაბინეტი იუსტიციის სამინისტროში

თეა წულუკიანი ტელე-კამერების თოჯინად იქცა.  საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეები უკვე ასე ხუმრობენ: უთოს რომ შეაერთებ, მალე  იქიდანაც იუსტიციის მინისტრი დაილაპარაკებსო. თეა წულუკიანის შერჩევით სამართალსა   და პარტიული დაკვეთებით პირების დაკავებაზე უკვე მრავალგზის დაიწერა.

ერთი შეხედვით, ეს „ბოტასებიანი' გოგო  სინამდვილეში ივანიშვილის შუშის სასახლის მონსტრად იქცა.  იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის კაბინეტში და მის სავარძელში ჩასკუპებისთანავე ტელე-კამერებიდან წულუკიანმა ადეიშვილი  ფუფუნების მოყვარე მინისტრად შერაცხა და  ქართულ საზოგადოებას დაპირდა, რომ ჯაკუზებიან კაბინეტზე უარს იტყოდა და მოკრძალებულ, მცირე კაბინეტს აირჩევდა სამუშაოდ. თუმცა, როგორც ჩანს,  წულუკიანმა იცრუა: არც  იუსტიციის მინისტრის ჯაკუზებიანი კაბინეტი დაუტოვებია და  როგორც „პრესა.ჯი''- ატყობინებენ,  დამატებით იუსტიციის სამინისტროში ახალი კაბინეტების მოწყობასა და  საოფისე ავეჯის შეძენაზეც დაუწყიათ ზრუნვა.  ეტყობა უყვარს წულუკიანს ,,ფეშენი' და  ევროპული ფუფუნება.

ეს მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციიდანაც ჩანს.  გასაგებია, რომ წულუკიანი  მანამდე შესაძლოა, რომელიმე ორგანიზაციაში სოლიდურ ანაზღაურებას იღებდა, თუმცა, საკითხავია, რამდენს, რომ ნახევარ მილიონიანი ბინა იყიდო სტრასბურგში და აგარაკები საქართველოში?!  თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წულუკიანი  მისი მოსამართლე მამის უმწიკვლოებაზე  თავს სდებს, იმისდა მიუხედავად, რომ სიკვდილმისჯილებზე  მოსამართლეებისგან ფულის კეთების მანკიერი თვისება წულუკიანის მამის საქმიანობის დროს  ფართოდ მიღებული იყო,  მაშინ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, საიდან უნდა ეყიდა წულუკიანს  ენ-რაოდენობის სახლები  საქართველოსა და საფრანგეთში?!

„პრესა. ჯი'  თეა წულუკიანის ფინანსურ დეკლარაციას გაგაცნობთ: 

2012 წლის 21 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, თეა წულუკიანს და მისი ოჯახის წევრებს - დედას (გიული შანიძე), მამას (ავთანდილ წულუკიანს) და ძმას (ბათუ წულუკიანს) მიწის 4 ნაკვეთი გააჩნიათ თბილისში (სოფელი დიღომი), საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში, დუშეთის რაიონის სოფელ ანანურსა და სამტრედიის რაიონის სოფელ ნოღაში. ნაკვეთების საერთო ფართობი 5 277 კვ.მ-ია.

იუსტიციის მინისტრის სახელზეა გაფორმებული 120 კვ.მ ფართობის ბინა საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში და 6 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართი. ამ ბინის ფასი 240 000 ევროა.

ასევე წულუკიანს ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი თბილისში, სოფელ დიღომში, საერთო ფართობით, 400 კვ.მ. და დიღომშივე - ავტოფარეხი (30 კვ.მ.). რაც შეეხება ოჯახის წევრებზე გაფორმებულ სხვა უძრავ ქონებას, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, მინისტრის მამას ეკუთვნის დუშეთის რაიონის სოფელ ანანურში საცხოვრებელი სახლი (300 კვ.მ), ხოლო დედის კუთვნილებაა თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე 120 კვ.მ ფართობის ბინა და არასაცხოვრებელი ფართი (36.0 კვ.მ).  

იუსტიციის მინისტრს დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მითითებული აქვს, რომ მას 2003 წელს გამოშვებული Mini Cooper ჰყავს, ხოლო მის ძმას - 2000 წლის BMW 323. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, არც მინისტრი და არც მისი ოჯახის წევრები სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობდნენ. რაც შეეხება არასამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალს, ფინანსური დეკლარაციის თანახმად, 2011 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, ადამიანის უფლებათა სამართალში ლექციების წაკითხვისთვის ანაზღაურების სახით, 5 396.48 ლარი მიიღო. მისმა ძმამ ბათუ წულუკიანმა კი საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობაში პროექტის მენეჯერობისთვის ხელფასის სახით, 26 000 ლარი გამოიმუშავა.  

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ იუსტიციის მინისტრს 'საქართველოს ბანკში' გახსნილ სახელფასო ანგარიშზე კრედიტის სახით, 3 779 ლარი აქვს დაფიქსირებული, 'კრედი ლიონეს' მიმდინარე ანგარიშზე კი - 801 ლარი (კრედიტი). ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთ გრაფაში, რომელშიც 2011 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, იუსტიციის მინისტრს და მისი ოჯახის წევრების შემოსავალ-გასავალია დაფიქსირებული, მითითებულია, რომ წულუკიანმა მსუბუქი ავტომობილის გასხვისების შედეგად 6 000 აშშ დოლარი მიიღო, დედამისმა - გიული შანიძემ პენსიის სახით, 1524 ლარის შემოსავალი მიიღო, მამამისმა კი - 14 440 ლარის.  

პრესა.GE

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels