Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> თეა წულუკიანი თემურ იაკობაშვილს ადანაშაულებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ქვეყნის ახალი ხელისუფლების შესახებ ამერიკის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონგრესისთვის ცრუ ინფორმაციების მიწოდებაში დაადანაშაულა.ამის შესახებ თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა „აქცენტებში' სტუმრობისას განაცხადა.„ცრუ ინფორმაციები იყო გავრცელებული არასამთავრობო სექტორსა და კონგრესში. ამას ალბათ მოემსახურა აწ უკვე ყოფილი ელჩი, თუმცა თავად ის ამას უარყოფს. ვისი ქმედებაც არ უნდა ყოფილიყო, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება', - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, საუბარია იმაზე, თითქოს საქართველოს ახალი ხელისუფლება ქვეყანას ექაჩება უკან, რომ უარს ამბობს დასავლურ ორიენტაციაზე და ა.შ. აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩია თემურ იაკობაშვილი, რომელიც არჩილ გეგეშიძემ შეცვალა.


geotimes.ge

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels