Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> თეა წულუკიანმა უგულავას მიერ გამოყენებული სიტყვის მნიშვნელობა არ იცის

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის მერის გიგი უგულავას მიერ გამოყენებული სიტყვის - ჩუკენობის მნიშვნელობა არ იცის , - ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს გიგი უგულავას 26 იანვრის განცხადებაზე საპასუხოდ განუცხადა. 'რა არის ეს სიტყვა, მე არ ვიცი', - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ მერიის თანამშრომლების დაკითხვებზე დაბარებასთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება 26 იანვარს გააკეთა.

'ამ მთავრობასთან დიალოგი პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ რიტორიკულ კითხვას დავსვამ: როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა აი, ამ ჩუკენობას და როდის გადავა ახალი მთავრობა რეალური საქმის კეთებაზე. მე შემიძლია ათობით ობიექტი ჩამოვუთვალო მათ, სადაც ესეთი უკანონო ობიექტები არსებობდა და კანონის სრული დაცვით, პირადად ჩემი დირექტივით მათი დემონტაჟი განხორციელდა. ჩვენ შეგვიძლია კიდევ მრავალ ობიექტზე წავიდეთ, მე თვითონ მივიყვან გამომძიებლებს და ბატონ კბილაშვილს და ვაჩვენებ ბევრ ისეთ ობიექტს, სადაც ეხლა ბავშვები თამაშობენ', - განაცხადა თბილისის მერმა, გიგი უგულავამ.

droni.ge

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels