Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> თემურ ქეცბაია და ვისენტე დელ ბოსკე დღეს პრესკონფერენციას გამართავენ

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მთავარი მწვრთნელები - თემურ ქეცბაია და ვისენტე დელ ბოსკე დღეს პრესკონფერენციას გამართავენ.

როგორც ინტერპრესნიუსი იუწყება, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ესპანელთა მწვრთნელის პრესკონფერენცია InterPressNews.Ge სასტუმრო 'რედიოსონში' 12.30 საათისთვის გაიმართება, თემურ ქეცბაიასი კი - 18.00 საათზე 'დინამო არენაზე'.

გარდა ამისა, დღესვე დაგეგმილია ორივე ნაკრების ვარჯიში. ესპანელი და ქართველი ფეხბურთელები დღის ბოლოს ივარჯიშებენ.

მსოფლიო ს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის ხვალ გაიმართება.

შესარჩევი ეტაპის პირველი თამაში ქართველმა ფეხბურთელებმა ბელორუსებს 1:0 მოუგეს.

ესპანეთის ნაკრები თბილისში გუშინ ჩამოვიდა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels