Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> თინათინ ბოკუჩავა: იუსტიციის მინისტრის გეგმა შევარდნაძის ტრადიციების დაბრუნებაა

თინათინ ბოკუჩავა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ქვეყანაში შერჩევითი სამართლის დამკვიდრების მცდელობაში ადანაშაულებს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პარტიის ოფისში ოთხი ვიდეომასალა წარადგინა, რომელიც ტელეწამყვან ეკა ბერიძის ვაჟის, ლევან გაჩეჩილაძის შვილის,ლუკა კურტანიძის და პრემიერ-მინისტრის ახლო ნათესავის ემზარ ივანიშვილის დანაშაულებრივ ქმედებებს ასახავს.

ბოკუჩავას განცხადებით, ოთხივე შემთხვევაში კონკრეტული დანაშაულებებია ასახული, თუმცა ამ ფაქტებს სამართალდამცავთა მიერ  რეაგირება არ მოჰყოლია.

თინათინ ბოკუჩავა: ლუკა კურტანიძემ ამომრჩეველზე მუქარით თავი ადრეც დაგვამახსოვრა, წინასაარჩევნოდ ის ღიად ემუქრება მოქალაქეს. ჩვენ აღნიშნულ საკითხზე ვესაუბრეთ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. მან მაშინ გვითხრა, რომ ეს ვიდეო მასალა ნანახი არ ქონდა. თუმცა, იმის ნაცვლად რომ ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო, ღარიბაშვილმა კურტანიძე პოლიციის აკადემიის პრორექტორად დანიშნა. გუშინ კი პრორექტორი კურტანიძე ახალი ძალოდობის ავტორად მოგვევლინა. პროკურატურის რეაგირების გარეშე დარჩა ივანიშვილის ძმიშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც პოლიციელის მოქრთამვას ცდილობდა.

ამასთან ბოკუჩავა აცხადებს, რომ „იუსტიციის მინისტრის გეგმა არის შევარდნაძის ტრადიციების დაბრუნება, როდესაც სისხლის სამართლის საქმე იმის მიხედვით აღიძვრებოდა, თუ ვინ ვისი ვაჟი ან სიძე იყო'.

მისი თქმით, როდესაც თეა წულუკიანი სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს, დღითიდღე ნათელი ხდება, რომ სამართლიანობის აღდგენაში მინისტრი რეალურად შერჩევითი სამართლის დამკვიდრებას გულისხმობს.

„ეს არის წმინდა წყლის შერჩეევითი სამართალი ეს იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც ქალბატონი წულუკიანი გამუდმებით სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს.  ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ის სამართლინობის აღდგენაში შერჩევით სამართალს გულისხმობს. შემაშფოთებელია, რომ იუსტიციის მინისტრი ცდილობს დაგვაბრუნოს შევარდნაძის მმართველობის პერიოდში. ის ზეწოლას ახდენს სასამართლოზე, ფაქტიურად შეიჭრა ამ ორგანოში ', - განაცხადა დეპუტატმა.

პრესა.GE

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels