Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> თინა ხიდაშელი: ომბუდსმენის შერჩევის პროცესმა მახინჯი ფორმა მიიღო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, არ ჩარეულა ომბუდსმენის არჩევის საქმეებში და არც აპირებს ჩაერიოს, რადგან ჰგონია, რომ ყველა მხარე არასწორედ იქცევა. როგორც 'რესპუბლიკელი' ფეისბუქშიწერს, გუშინ 'საოცარი ამბები' გაიგო, რამაც ძალიან გააბრაზა.

 'გავიგე, რომ მე თურმე ვბლოკავ თამარ გურჩიანს ომბუდსმენის პოსტზე. მაგრამ მეორე შეხვედრაზე სრული რწმენით მითხრეს, რომ თურმე ბატონი ბიძინა გაბრაზებული ყოფილა - ასე რატომ ლობირებს თამარ გურჩიანსო?! მერე უფრო მაგარი ამბები გავიგე, უჩა ნანუაშვილი თურმე ჩემი აღმოჩენა ყოფილა, (ბოდიში უჩა) იმიტომ რომ საგარეჯოელია :) აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ მანამდე - 1 წლის მანძილზე ასეთი ისტორიები ასობით იყო და არასოდეს განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ამ ყველაფერმა უკვე ძალიან ცუდი ფორმა მიიღო' - აცხადებს ხიდაშელი.

 მისი შეფასებით, ძალიან არასწორად მიდის ომბუდსმენის შერჩევის პროცესი და ხშირ შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც უყვარს და პატივს სცემს - სრულიად გაუგებრად იქცევიან.

 'ბოდიშს ვიხდი ამ პოსტისათვის, მაგრამ იქნებ ერთი დისკუსია იმაზეც მოგვეწყო -ამ პროცესში რა შეცდომები იყო დაშვებული - მომავლისათვის გამოგვადგება, ბევრი საკვანძო გადაწყვეტილება იქნება მისაღები ბევრ მნიშვნელოვან თანამდებობაზე და ნამდვილად არ მინდა, ყოველ ჯერზე ასეთი მახინჯი ფორმა მიიღოს ამ პროცესმა.

P.S. კითხვაზე - რატომ არ ვმონაწილეობდი ამ პროცესში, პასუხი: როდესაც ეს წარდგენები და შეხვედრები დაიწყო, მე ჯერ კიდევ საგარეჯოში ვიყავი და უკვე გაქცეულ მატარებელზე ჩარევა არასწორად მივიჩნიე' - წერს ხიდაშელი.

news.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels