Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> თომას კოსენდაი - ნატო-ში გაწევრიანებისთვის საქართველოს ჯერ კიდევ აქვს გზა გასავლელი

ნატო-ში გაწევრიანებისა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საქართველოს ჯერ კიდევ აქვს გზა გასავლელი და თუ ეს გზა არ გაიარა, არც საქართველოსთვის და არც გერმანიისთვის არ იქნება კარგი , - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა თომას კოსენდეიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
თომას კოსენდაი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო 'თბილისი მარიოტში' ხელისუფლების, ოპოზიციის წარმომადგენლებს და ექსპეტრებს შეხვდა. მისი თქმით, ეს გზა საქართველომ აუცილებლად უნდა გაიაროს, რაშიც გერმანია დაეხმარება'. 
'აუცილებლად ჩამოვიყვან ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას თბილისში და გაგაცნობთ, რა კეთდება გერმანიაში და რა შეიძლება გაიზიაროთ. უკანასკნელ წლებში ჩვენ 2 ათასი ქართველი ოფიცერი გადავამზადეთ. გვექნება ერთობლივი გამოცდილება, რაც უფრო მეტად შეგვაკავშირებს, ვიდრე ერთობლივი კონფერენცია. ნატო-ში გაწევრიანებისა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საქართველოს ჯერ კიდევ აქვს გზა გასავლელი, ჩვენ ეს გზა უნდა გავიაროთ. თუ ეს არ გავაკეთეთ, ჩვენთვის - არცერთისთვის კარგი არ იქნება', - განაცხადა თომას კოსენდაიმ. 
გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე თბილისში ოფიციალური ვიოზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს. 
თომას კოსენდაი საქართველოში მეორედ ჩამოვიდა. მისი ვიზიტი კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის წარმომადგენლობამ უზრუნველყვეს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels