Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> თურქეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

თურქეთში საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა. არჩევნებში 15 პარტია მონაწილეობს. გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის მმართველი, 'სამართლიანობისა და განვითარების პარტია' ლიდერობს, რომელსაც ქვეყნის პრემიერი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ხელმძღვანელობს. 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პარტია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კვლავ ადგილების უმრავლესობას მოიპოვებს, თუმცა უფრო ნაკლებ ხმას მოაგროვებს, ვიდრე 2007 წლის არჩევნებზე. 

უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მმართველი გუნდი 1982 წელს მიღებული კონსტიტუციის შეცვლასაც გეგმავს. პარლამენტში მოსახვედრად, პარტიებმა 10-პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ. 

ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი ინციდენტებისა და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. დღეს ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია ალკოჰოლის გაყიდვა. 

ჯეონიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels