Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> თურქეთში საუკუნის ძარცვაში ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, ქართველები არიან

 

თურქეთში საუკუნის ძარცვაში ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, ქართველები არიან. თურქული მედიის ცნობით, ქალაქ ორდუში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.დაკავებულები  სავაჭრო ცენტრის ძარცვაში და შენობიდან დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების ოქროს მოპარვაში არიან ეჭვმიტანილები.

თურქული მედიის ცნობით, სავაჭრო ცენტრში მძარცველებმა 8-მეტრიანი გვირაბის მეშვეობით შეაღწიეს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მეზობელი შენობის საპირფარეშოდან გათხარეს. 

გვირაბის მეშვეობით მძარცველებმა ოქროს საცავებში ისე შეაღწიეს, რომ დაცვის სამსახურს არაფერი გაუგია. სიგნალიზაციის ამუშავების დროს ისინი შემთხვევის ადგილიდან უკვე შორს იყვნენ. 

თურქული პრესა წერს, რომ სამართალდამცველები გვირაბში ნაპოვნი ქართული წარმოების სიგარეტის ნამწვავების გამო ვარაუდობენ,რომ მძარცველები საქართველოს მოქალაქეები არიან. 

სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება ეჭვმიტანილების აყვანასთან დაკავშირებით. კომენტარს ოფიციალური უწყებები არ აკეთებენ, თუმცა თურქული მედია წერს, რომ ისინი უკვე დააკავეს.

onlinenews.ge

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels