Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> თურქული ინვესტიციით საქართველოში ტექსტილის საწარმო გაიხსნება

საქართველოში ტექსტილის საწარმო გაიხსნება და რამდენიმე ათეული ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თურქეთში ვიზიტისას მიაღწია.

ვერა ქობალია თურქ ბიზნესმენებს შეხვდა და მათ ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და მძიმე მრეწველობის განვითარებაზე ესაუბრა.

თურქეთი საქართველოს ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია.

ვერა ქობალია თურქ კოლეგასაც შეხვდა, სადაც სამომავლო გეგმები განიხილეს. მოლაპარაკებების შემდეგ ორი ქვეყნის მინისტრები თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრების წინაშე მოხსენებით გამოვიდნენ და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ჯეონიუსი

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels