Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ივანიშვილის ინიციატივამ კითხვები თავად „მეცხრეარხელებსაც“ გაუჩინა

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას 'მეცხრე არხისა' და საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაძლო გაერთიანების შესახებ თავად ტელეკომპანიის ჟურნალისტები გამოეხმაურნენ. 

როგორც 'მეცხრე არხის' 9-საათიან გამოშვებაში წამყვანმა ნათია ლაზაშვილმა განაცხადა, 'პრემიერ-მინისტრის განცხადებამ გაურკვევლობა და დისკომფორტი პირველ რიგში, თავად 'მეცხრე არხის' ჟურნალისტებს შეუქმნა'. 

'გაჩნდა ლეგიტიმური კითხვა, რატომ იყო საუბარი 'მეცხრე არხის' გრანდიოზულ გეგმებზე მხოლოდ არჩევნების წინ და რატომ უნდა წავიდეს 'საზოგადოებრივ მაუწყებელში' ის ხალხი, რომელსაც ამის გაკეთება ადრეც შეეძლო, მაგრამ საკუთარი პრინციპების გამო არ გააკეთა?' - აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ რომ პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია 'მეცხრე არხისა' და საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ განცხადება გუშინ სასტუმრო 'რედისონში' ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. 

'თუ უახლოეს პერიოდში მოხერხდება და 'პირველი არხი' ჭეშმარიტად 'საზოგადოებრივი მაუწყებელი' გახდება, რომლის ბორდის საქმიანობაც იქნება გამჭვირვალე და ყველასთვის გასაგები, ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, ქონება, რომელიც 'მეცხრე არხს' აქვს, 'პირველ არხს' ვაჩუქო. კარგი იქნება, ტელეკომპანიის მთელი გუნდი გადავიდეს იქით. თუ ეს არ მოხერხდა, არ გამოვრიცხავ, ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზია 'მეცხრე არხის' ბაზაზე შეიქმნას' - განაცხადა ივანიშვილმა.  

ივერონი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels