Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ივანიშვილის მთავარი დაპირება არ შესრულდება - გამყრელიძის აღიარება

ივანიშვილის კოალიციას, მთავარი დაპირება - პენსიის 230 ლარამდე გაზრდის შესახებ, უკან მიაქვს. ტელეკომპანია „იმედთან' საუბრისას, „ქართული ოცნების' ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა: „პენსია გახდება 155 ლარი და ისიც მას შემდეგ, რაც 2013 წლის ბიუჯეტი დამტკიცდება', - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, ედუარდ შევარდნაძის კადრმა. 

მან უარყო „პალიტრასთან' გაკეთებული განცხადებაც იმის შესახებ, რომ უმუშევრებს ივანიშვილის მთავრობა კომპენსაციას მისცემს. 

ზუსტად ორი დღის წინ კი, გამყრელიძე პირდაპირ ეთერში აცხადებდა, რომ უმუშევრები, ვიდრე დასაქმდებიან, კომპენსაციას მიიღებენ. „ისე, როგორც ეს, განვითარებულ ქვეყნებში ხდება', - ამტკიცებდა გამყრელიძე. 

სავარაუდოდ, გამყრელიძის განცხადებას ივანიშვილის მთავარი დაპირების შეუსრულებლობის შესახებ, ხვალ უკვე მწვავე შეფასებები მოჰყვება. 

შეგახსენებთ, რომ პენსიონერთა უმრავლესობა ივანიშვილისგან, პირველად, სწორედ პენსიის 230 ლარამდე გაზრდას ელოდებოდა. თუმცა, გამყრელიძემ უკვე დაადასტურა, რომ პენსია არა 230, არამედ 155 ლარი გახდება და ისიც ახალი ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ. ამჟამად, პენსია 110 ლარია. შევარდნაძის დროს კი 15 ლარი იყო!

პრესა.GE

ე.შ 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels