Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ივანიშვილის მხოლოდ ერთი მივლინება, 27 458 ლარი დაჯდა

 საქართველოს პრემიერ მინისტრთა უცხოეთში ვიზიტებისთვის, ექვსი თვის განმავლობაში სახელმწოფომ 40 127 ლარი დახარჯა. ინფორმაციას ამის შესახებ, 'ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი' ავრცელებს. 

პრემიერ-მინისტრთა საზღვარგარეთ ვიზიტების შესახებ ინფორმაცია 2012 წლის 1 აგვისტოდან, 2012 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის 11 ნოემბრიდან 14 ნოემბრამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სამდღიანი ვიზიტიც არის შესული. პრემიერი ამ პერიოდში ბელგიაში იმყოფებოდა, რაც სახელმწიფოს 27 458 ლარი დაუჯდა. თუმცა უცნობია, რატომ იყო ივანიშვილის მივლინება ასეთი „გაბერილი' და  რა   სახარბიელო შედეგები მოუტანა მან ქვეყანას. 

 ივანიშვილის ვიზიტი რომ ერთობ  ძვირადღირებული იყო, წინამორბედი პრემიერების ვიზიტების შედარებების დროსაც  ნათელია. მაგალითად,  ბიძინა ივანიშვილის წინამორბედის, ივანე მერაბიშვილის საფრანგეთში (05.09 2012- 07.09 2012) ორდღიან ვიზიტი 1 784 ლარი დაჯდა.

 გარდა ამისა, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს მთავრობის კანცელარიიიდან 113 თანამშრომელი გაათავისუფლეს, მათ შორის 16-მა თანამშრომელმა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ვაკანტურ ადგილებზე, კანცელარიაში ახალი კადრები ისე დაინიშნენ, რომ კონკურსი არც კი  გამოცხადებულა.

პრესა.GE

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels