Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ივანიშვილი დღეს: იქნება აფეთქებები, საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს

ივანიშვილი უკვე აფეთქებებზე ალაპარაკდა. პრემიერ მინისტრმა დღეს უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

„ამნისტიის შემდეგ იქნება აფეთქებები, რამდენიმემ შეიძლება გააგრძელოს კრიმინალური საქმიანობა. თუმცა, როდესაც ვთქვი, რომ საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს მეთქი, ვიგულისხმე რომ ეს მუდმივად არ გაგრძელდება... 

ამიტომ, ისევ ვიმეორებ, საზოგადოება შექმნილ ვითარებას გაგებით უნდა მოეკიდოს, რადგან შეიძლება რაღაც მოხდეს', - განაცხადა დღეს ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრმა ბოლო პრესკონფერენციაზე საზოგადოებას მოუწოდა გაგებით მოეკიდოს გაზრდილ კრიმინალს. სოციალურ ქსელებში ივანიშვილს ამ განცხადებამ პროტესტი გამოიწვია

პრესა.GE

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels