Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ივანიშვილი სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობასა და მის უსაფრთხოებაზე იზრუნებს

საქართველომ უნდა მიიღოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში და უფრო მეტიც,  როგორც მეზობელმა, იზრუნოს, რომ ოლიმპიადა მშვიდობიანად  ჩატარდეს. ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ღონისძიების ჩატარებას მივესალმებით, რაშიც საქართველომ აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღოს და ჩვენ როგორც მეზობელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოლიმპიადა მშვიდობიანად, ექსცესების გარეშე ჩატარდეს',  - აღნიშნა კოალიციის ლიდერმა.

მან უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოალიცია „ამერიკული პროექტია', რომლის მიზანიც სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის ჩაშლაა.

Internet.ge

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels