Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ივანიშვილი 21 აპრილს პარტიას - 'ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო' დააფუძნებს

ბიძინა ივანიშვილი 21 აპრილს პარტიას 'ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო' დააფუძნებს, ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა თავად გააკეთა და სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა.

ივანიშვილის განცხადებით, პარტიის დაფუძნების შემდეგომ ეტაპზე კოალიცია დაფუძნდება, სახელწოდებით: 'ივანიშვილი - ქართული ოცნება'.

მისი განცხადებით ის თავად იქნება ამ კოალიციის ლიდერი და შესაბამისად, პრემიერ მინისტრობის კანდიდატიც.

'გაზაფხული მოვიდა სითბოთი და შემოდგომაც მოსავლიანი გვექნება' - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა - 'ნელ-ნელა დავიწყებთ ქართველი ხალხის სურვილების წინ წამოწევას'.

ჟურნალისტის კითხვა, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ივანიშვილი როგორ მოახერხებს პარტიის დაფუძნებას, ივანიშვილმა უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ ბრიფინგი იყო დანიშნული და კითხვებზე პასუხს არ გასცემდა.

პრესა.GE

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels