Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ილია მეორე რუსეთის პატრიარქს თბილისის დროით 19:00 საათზე შეხვდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე შეხვდება. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი უკრაინაში გუშინ დაიწყო. ილია მეორეს 'ბორისპოლის' აეროპორტში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი მიტროპოლიტი ვლადიმირი, სასულირო პირები, მრევლი და ქართული დიასპორას წარმომადგენლები დახვდნენ. 
უწმინდესმა მოილოცა მიძინების სახელობის კიევ-პეჩორის ლავრა, რის შემდეგაც ტაძრის წინ, მოედანზე, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლთან ერთად სადღესასწაულო ლოცვა ჩატარდა. ლოცვის დასრულების შემდეგ კი, ილია მეორემ და ვლადიმირმა ერთმანეთს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. 
ასევე, დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გამოფენა _ 'ივერია და კიევო-პეჩორის ლავრა _ ღვთისმშობლის ნაყოფიერი საქმეები' გახსნა და პოდოლზე წმ. ილინის ტაძარი მოილოცა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels