Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> 'ილია ჭავჭავაძის საზოგადოების' ხელმძღვანელი ივანიშვილის პოლიტიკურ კურსს აკრიტიკებს

'ილია ჭავჭავაძის საზოგადოების' ხელმძღვანელი თამარ ჩხეიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს საშიშს უწოდებს და 'ოცნების'გუნდს აკრიტიკებს.

როგორც ჩხეიძემ „პრესა.ჯი'-სთან ინტერვიუში განაცხადა, ბოლო დროს განხორციელებული დაკავებები პირადი ანგარიშსწორების მიზნით ხორციელდება.

თამარ ჩხეიძე: რა გააკეთა ივანიშვილის მთავრობამ პირველი? - დაიწყო ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების რეპრესირება. ბევრი მათგანი დაუმსახურებლად აღმოჩნდა ციხეში. ყველამ კარგად იცის, რომ წინა ხელისუფლებაში ნამდვილად იყო ბევრი სამართლებრივი დანაშაული ჩადენილი, მაგალთად პატიმრების წამება, ადამიანების ქუჩაში ჩაცხრილვა, თუმცა, ამ საქმეების სამართლიანი გამოძიება არ ხდება.

სახეზე გვაქვს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები, რომელიც სასაცილოა. ერთს ტალონის გაფლანგვას ედავებიან, მეორეს ელექტროენერგია რატომ გამორთეო და სოლიდური თანხის გადახდას აკისრებენ. ეს ხომ თითიდან გამოწოვილი და შეთითხნილი ბრალდებებია?

არასდროს ვამართლებდი წინა ხელისუფლებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი ხელიუსფლების უკანონობაზე თვალი დავხუჭო. ხელისუფლების ამგვარი მიდომა ბუნებრივია ეჭვებს ბადებს, რომ დაკავებები პოლიტიკური ნიშნით ხდება. ასევე ურაყოფითად ვაფასებ თვითმართველობებზე შეტევას. 

- საზოგადოებაში ქვეყნის საგარეო ვექტორის შეცვლის მცდელობაზეც საუბრობენ,  როგორ აფასებთ რუსეთთან დაახლოების ინიციატივას?

- გაერთიანებული შტაბის უფროსი, გიორგი კალანდაძე სულელური ბრალდებით დააკავეს და ეს იმიტომ მოხდა, რომ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ჩაშლილიყო და ჩაიშალა კიდეც, ეს ხომ ერთგვარი მესიჯი იყო ნატოს მისამართით.  რაც შეეხება რუსეთს, პრემიერის ბოლოდროინდელი განცხადებები ჩემთვის მიუღებელია.

თუნდაც ბოლო განცხადება ავიღოთ, რომელიც რკინიგზის გახსნას გულისხმობს. ამ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი, არის ბერკეტი, რომლითაც რუსეთი დაინტერესებულია, და ეს ბერკეტი ჩვენ სარგებლის გარეშე არ უნდა დავთმოთ. ამ ბერკეტის დათმობა მხილოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება - უნდა მოხდეს რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დეოკუპაცია. ასე პირდაპირ რკინიგზის რუსეთისთვის გადაცემა ნიშნავს რუსეთთის დაკვეთის შესრულებას. 

ნამდვილად არ ვარ რუსულ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის დაბრუნების წინააღმდეგი, თუმცა იმის ხაზგასმა, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ეჭვებს ბადებს. საბაზრო ეკონომიკა უნდა განვითარდეს, მაგრამ არა ტერიტორიების დათმობის  ხარჯზე. 

ისიც ფაქტია, რომ ივანიშვილი ევროატლანტიკურ კურსს მხოლოდ სიტყვიერად აგრძელებს. პუტინმა შეუძლებელია  მრავალმილიარდიანი ქონება გამოგატანოს ქვეყნიდან პოლიტიკური მიზნებისთვის გამოსაყენებლად, თუ ეს მას ხელს არ მოუთბობს.

პრესა.GE

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels