Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ინგა გრიგოლია დევნილებს მოუწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარი არ დაუჭირონ

„ქრისტიან-დემოკრატების' გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ინგა გრიგოლიას განცხადებით, გლდანში 19 400 დევნილი ცხოვრობს და ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ისინი არჩევნებში ხმას ვის მისცემენ.

ამის შესახებ განცხადება, გრიგოლიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

გრიგოლიამ  გლდანში მცხოვრებ დევნილებს მოუწოდა, არჩვნებში „ნაციონალურ მოძრაობას' მხარი არ დაუჭირონ.

„გაიხსენონ წლების განმავლობაში როგორ ექცეოდათ მათ ხელისუფლება, როგორ ყრიდნენ საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან. გაიხსენონ, რომ დღემდე კომპენსაცია მხოლოდ 28 ლარი აქვთ',- განაცხადა გრიგოლიამ.

მისივე თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება არჩევნებს დევნილების ხარჯზე გაყალბებისთვის ემზადება.

 internet.ge

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels